Wednesday, July 15, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენინგის ბოლო დღე.იყო საკმაოდ ნაყოფიერი.შევაჯამეთ განვლილი დღეების ნასწავლი მასალა.კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ ნამუშევრები.თუმცა ცოტა პრობლემაც შეგვექმნა ინტერნეტის გამო.მაგრამ ჩვენ ხომ უმაგრესი ტრენერი გვყავს და როგორც ყოველთვის ეს პრობლემაც ადვილად მოაგვარა.მაიკო შენი მცდელობით ჩვენ უამრავი რამ ვისწავლეთ.მადლობა ამ ყველაფრისთვის.😘

Tuesday, July 14, 2015

მერვე დღის რეფლექლია

დღეს ისევ ბევრი ინფორმაცია.ისევ მრავალი სიახლე.გავაკეთეთ ფასილიტაციის კითხვარი დრაივში.დამღლელი მაგრამ ნაყოფიერი დღე იყო

Monday, July 13, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს უკვე მეშვიდე დღეა.კვლავ უამრავი სიახლე...საინტერესო ინფორმაცია და საკმაოდ სასიამოვნო სამუშაო პროცესი.ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა.განვიხილეთ სხვადასხვა ტიპის შეფასების რუბრიკა.ასევე ვისწავლეთ როგორ გავაზიაროთ დრაივზე ატვირთული მასალები.ცოტა დავიღალეთ ჩვენ  მაგრამ მაია ყველანაირად ცდილობს არ მოგვცეს მოდუნების საშუალება.ცოტა მიკვირს საიდან ამდენი ენერგია?

tourism and the world

Thursday, July 9, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს ბევრი რამ ვისწავლეთ.განვათავსეთ ჩვენი საქაღალდე დრაივზე.შემდეგ ვისწავლეთ როგორ გამოვაქვეყნოთ ბლოგზე.დავიღალეთ მაგრამ უამრავი ინფორმაცია მოვისმინეთ.გვაქვს უამრავი დავალება.შევეცდები სრულყოფილად შევასრულო ყველა დავალება.

მოსწავლის პრეზენტაცია

პროექტის პრეზენტაცია

Wednesday, July 8, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ცოტა დამღლელი იყო.დიდი დრო მოვანდომეთ პრეზენტაციის აწყობას.გვაქვს საკმაოდ შრომატევადი სამუშაო.განვიხილეთ დავალების შესრულების გზები.

Tuesday, July 7, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეოთხე დღე... კიდევ მრავალი სიახლე... ბუკლეტის გაფორმება... სურათების ჩასმა... ფერები...ტექსტის გაფორმება...
შევავსეთ პროექტის გეგმის ნაწილი.ცოტა დავიღალე მაგრამ ვთვლი რომ ეს დღეც ძალიან ნაყოფიერი იყო.

Sunday, July 5, 2015

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე საკმაოდ წარმატებული იყო.ვთვლი რომ საკმაოდ საფუძვლიანად შევძელი რამდენიმე პროცესის შესწავლა.ვისწავლე  საქაღალდის შექმნა,კომენტარებით შევაფასეთ კოლეგების საკვანძო კითხვები.ვნახეთ როგორ უნდა გავაკეთოთ ბუკლეტი უკვე კომპიუტერში.

Go there where I ‘ ve never been

Go there where I ‘ ve never been
წავიდე იქ სადაც არასოდეს ვყოფილვარ

 მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები:

Ø  ზოგადი კითხვები:                   როგორ შეიძლება გავზარდოთ ქვეყნის შემოსავალი?

Ø  თემატური კითხვები:     რა გზებით შეიძლება გახდეს ტურიზმი უფრო გონივრული ?
როგორ შეიძლება დაეხმაროს ტურიზმი ქვეყანას განვითარებაში?

Ø  შინაარსობრივი კითხვები:    რამდენს ხარჯავენ ტურისტები არდადეგებზე?
   რას აკეთებს ხალხი იმისთვის რომ გაზარდოს შემოსავალი ტურიზმის  
  სახით?
  როგორ მოვაგვაროთ ტურიზმით გამოწვეული ეკოლოგიური

                                           პრობლემა?

Thursday, July 2, 2015

პირველი დღის რეფლექსია

დიდი სურვილი მქონდა გამევლო ამ დონის ტრენინგი.ძალიან მოტივირებული ვარ.მინდა სრულყოფილად დავეუფლო და თავისუფლად შევძლო კომპიუტერთან მუშაობა.ტრენინგის პირველი დღე იყო საკმაოდ ნაყოფიერი.ვთვლი რომ ტრენერმა საკმაოდ გასაგებად აგვიხსნა შესასწავლი და გასავლელი მასალა,მისი მნიშვნელობა.